მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებმა (ნატო ფიცხელაურმა, ია ხახუტაიშვილმა და ნინო ჩიხლაძემ) მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასში- „უწყვეტი პროფესიული განვითარება - შემუშავება, განხორციელება და შეფასება მაქსიმალური ეფექტისთვის“ (Designing, Delivering, and Evaluating CPD for Maximum Impact). მასტერკლასს უძღვებოდა „Meducate Global, LLC“-ის პრეზიდენტი, პროფესორი ლოურენს შერმანი. მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურნმა პერსონალმა, ასევე კლინიკების წარმომადგენლებმა, რამაც ხელი შეუწყო გამოცდილების გაზიარებას, ჯგუფურ მუშაობას და საინტერესო დისკუსიის გამართვას.